ღრუბელა ბადიაგა

გამოყენების წესი: გამოყენება დაჟეჟილობებისა და სისხლჩაქცევების დროს, კუნთებისა და სახსრების რევმატიული ტკივილებისას, ნევრალგიისა და რადიკულიტის დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.

მომზადების წესი: პრეპარატი გამოიყენება გარეგანი ხმარებისათვის.

  1. დაჟეჟილობებისა და სისხლჩაქცევების დროს: 1 პაკეტი მოათავსეთ თასში, დაამატეთ თბილი ადუღებული წყალი რომ მიიღოთ ფაფის მაგვარი მასა. წრიული მოძრაობებით ტამპონის საშუალებით წაუსვით დაზიანებულ ადგილას (რეზინის ხელთათმანებით) და 10-15 წუთის შემდეგ ჩამობანეთ თბილი წყლით.
  2. რადიკულიტის, რევმატული და ნევრალგიური ტკივილის დროს: ფხვნილს დაუმატეთ მცენარეული ზეთი, აურიეთ სანამ არ მივიღებთ სმეტანისებურ მასას და შეაზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. თუ პრეპარატმა ძლიერი ტკივილი გამოიწვია ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება და სიწითლე დაზიანებულ ადგილებზე.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, ბნელ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი

masa netto: 50 გრ±5%