სიმინდის უვლაში

გამოყენების წესი: გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, ნაღვლის წვენის გამოყოფის დაქვეითებით მიმდანარე ჰეპატიტის, ცისტიტის, თირკმელ–კენჭოვანი დაავადებების, გულის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული შეშუპების, ჰემორაგიული დიათეზის, სხვადასხვა წარმოშობის სისხლდენების დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეულ საშუალების მიმართ.

მომზადების წესი: 10 გრ ნედლეულს ვათავსებთ ემალირებელ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: მოზრდილებმა მივიღოთ თბილი ნაყენი 1-3 სუფრის კოვზი ყოველ 3-4 საათში. მიღების წინ, რეკომენდირებულია ნაყენი შევანჯღრიოთ.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 40 გრ±5%