არყის ხის კვირტები

გამოყენების წესი: გამოიყენება შეშუპეპების დროს, თირკმლისა და გულის უკმარისობისას.

უკუჩვენებები: თირკმლის ფუნქციური უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ბავშვები.

მომზადების წესი: 10გრ (0,5 სუფრისკოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: მივიღოთ თბილი ნაყენი 1/3 ჩაისჭიქა 2-3ჯერ დღეში ჭამის წინ 10-15 წუთით ადრე.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 50 გრ±5%