კატაბალახას ფესვები და ფესურები
გამოყენების წესი: გამოიყენება მომატებული ნერვული აღგზნების, უძილობის, მიგრენის, ისტერიის, გულსისძარღვთა ნევროზების დროს. ასევე კუჭისა და ნაწლავის სპასტიკური მდგომარეობისას.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.
მომზადების წესი: 2 ჩაის კოვზ ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებულ წყალს. ახურავენ თავსახურს და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ–ის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგამენ, აციებენ და ფილტრავენ. დარჩენილ მასას წურავენ. მიღებულ ნაყენს უმატებენ ანადუღარ წყალს საწყისი მოცულობის 200 მლ მიღებამდე.
მიღების წესი: იღებენ 2–3 სუფრის კოვზს 3–4 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე.ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%