გვირილას ყვავილი

გამოყენების წესი: გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აძლიერებს რეგენერაციის პროცესს და ანელებს ალერგიულ პროცესებს. ასევე იხმარება კუჭ–ნაწლავის სპაზმების დროს, რევმატიზმის, ბრონქიალური ასმის, ეგზემების, დამწვრობის, კოლიტის საწინააღმდეგოდ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.

მომზადების წესი: 10 გ ნედლეულს (1 სუფრის კოვზი) ვათავსებთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ ) მიღებამდე.

მიღების წესი: მიიღეთ 1 ჩაის კოვზით დღეში 4–5 ჯერ.

აბაზანებისათვის: მომზადებული გაფილტრული ნაყენი შეაზავეთ 10ლ წყლით.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე.ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 40 გრ±5%