ქრისტესისხლას ბალახი

გამოყენების წესი: გამოიყენება, როგორც გარეგანი ანთების საწინააღმდეგო საშუალება კანის დაავადებების დროს, აგრეთვე როგორც შარდმდენი და ნაღველმდენი საშუალება პოდაგრის და ჰეპატიტის სამკუენალოდ.

უკუჩვენებები: ბრონქიალური ასთმა, ეპილეპსია, სტენოკარდია.

მომზადების წესი: ½ სუფრის კოვზ ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში , ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებულ წყალს. ახურავენ თავსახურს და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგამენ, აციებენ და ფილტრავენ. დარჩენილ მასას წურავენ. მიღებულ ნაყენს უმატებენ ანადუღარ წყალს საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: მივიღოთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 50 გრ±5%