კოთხუჯის ფესვები

გამოყენების წესი: გამოიყენება როგორც მადის ამწევ და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელ საშუალებად, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს (მათ შორის: ქრონიკული გასტრიტის, დისპეპსიური მოშლილობების, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიის, ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ, 12 წლამდე ბავშვებისთვის.

მომზადების წესი: 10გრ (1,5 სუფრის კოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: მივიღოთ თბილი ნაყენი ¼ ჩაის ჭიქა 3-4 ჯერდ ღეში ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა: 3 წელი

masa netto: 50 გრ±5%