უკვდავას
ყვავილი

გამოყენების წესი: გამოიყენება, როგორც ნაღვლმდენი(აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ და მამოძრავებელი ფუნციის გამაძლიერებელი საშუალება, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების, სანაღველე გზების დისკინეზიის ქრონიკული ჰეპატიტის დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.

მომზადების წესი: 10გრ. ნედლეულს ვათავსებთ ემალირებელ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ.(1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში.შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ.) მიღებამდე.

მიღების წესი: მივიღოთ თბილი ნაყენი 0,5 ჩაის ჭიქა სამჯერ დღეში ჭამის წინ 30 წუთით ადრე 10–15 დღის განმავლობაში.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 40 გრ±5%