გულყვითელას ყვავილები
გამოყენების წესი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, კოლიტი , ენტეროკოლიტი, ღვიძლის და სანაღვლე გზების, ელენთას დაავადება. პირის ღრუს დაავადებების (გინგივიტი, პიორეა) პაროდონტის ანთებით- დისტროფიული ფორმა, ყელის ტკივილი, ტონზილიტი დროს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.
მომზადების წესი: 10გრ.(4 სუფრისკოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ. (1 ჩაისჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოდ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ.) მიღებამდე.
მიღების წესი: მივიღოთ თბილი ნაყენი 1 სუფრის კოვზი 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ 15-20 წუთით ადრე.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 3 წელი
masa netto: 40 გრ±5%