კულმუხოს ფესვი

გამოყენების წესი: გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების და ფილტვების (ბრონქიტი , ტრაქეიტი, ზედა სასუნთქი გზების გაციების) დაავადებების დროს , კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (გასტრიტი, ენტეროკოლიტი, უმადობა, ცუდი მონელება) დაავადებების დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.

მომზადების წესი: 16გრ.(1 სურის კოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებელ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ.(1 ჩაისჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ.) მიღებამდე.

მიღების წესი: უფროსი ასაკის ადამიანმა უნდა მიიღოს თბილი ნაყენი ½ ჩაის ჭიქა სამჯერ დღეში ჭამის წინ 1 საათით ადრე. ბავშვებმა ასაკის მიხედვით 1 სუფრის კოვზიდან 1/3 ჩაის ჭიქა 2–3 ჯერ დღეში ჭამის წინ 1 საათით ადრე. მიღების წინ, რეკომენდირებულია ნაყენი შევანჯღრიოთ.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე.ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. შევინახოთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 50 გრ±5%