ასკილის ნაყოფი
გამოყენების წესი: გამოიყენება ორგანიზმში C ვიტამინის ნაკლებობის დროს, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებების, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ და სხვა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეულ საშუალების მიმართ.
გამოყენების წესი: 1 სუფრის კოვზ ნედლეულს დავასხათ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ვადუღოთ წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავაციოთ, გავფილტროთ და დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.
მიღების წესი: მივიღოთ ½ ჭიქა 3 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე.ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%