სალბის ფოთოლი

გამოყენების წესი: გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო სავლები საშუალება სტომატიტის, გინგივიტის, პაროდონტოზის, ტონზილიტის, ზედა სასუნთქი გზების გაციების დროს.

უკუჩვენებები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. გვერდითი მოვლენების დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და შედგეს ექიმთან კონსულტაცია.

მომზადების წესი: 5გრ. (1 სუფრისკოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებელ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ. (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოდ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ.) მიღებამდე.

სავლები გამოიყენება თბილ მდგომარეობაში, გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს

2 დღე-ღამისა.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 50 გრ±5%