პროსტატოფიტოლი

შემადგენლობა: გვირილას ყვავილი (chamomillae recutita flores) 1 წილი, ასკილის ნაყოფი (rosae fructus) 1 წილი, კრაზანას ბალახი (hyperici herba) 0,5 წილი, გულყვითელას ყვავილი (calendulae flores) 0,5 წილი, შვიტას ბალახი (equiseti arvensis herba) 1 წილი, თხილის ფოთოლი (corylus avellana folia) 1 ნაწილი, ოროვანდის ფესურა (arctium lappa rhizome) 1 წილი, ძიძოს ბალახი (meliloti officinali herba) 1 წილი, მატიტელას ბალახი (polygoni avicularis herba) 1 წილი, სააფთიაქო ბირკავას ბალახი (agrimoniae eupatoriae herba) 1 წილი, თხაწართსალას ფოთოლი (chamerion angustifolium folium) 1 წილი, (სასაპარელის) ეკალღიჭის ფესვი (smilax officinalis radices) 1 წილი.

ჩვენება: ნაკრები მოქმედებს მეტაბოლიზმის პროცესებზე წინამდებარე ჯირკვალში, უროდინამიკის კორექტირებას ახდენს. გააჩნია ანთებასაწინააღმდეგო (აფერხებს ექსუდატიურ პროცესებს, ფიბროზულ-გრანულაციური ქსოვილის განვითარებას, ამცირებს ანთებითი რეაქციების გამოხატულებას), სპაზმოლიზური, ანალგეტიკური მოქმედება, ზომიერი ანტიანდროგენული აქტივობა (მხოლოდ ანდროგენების მომატებული დონის შემთხვევაში).

გამოიყენება ქრონიკული პროსტატიტის თერაპიის მიზნით და ასევე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის საწყის სტადიაზე კომპლექსური მკურნალობისთვის, საშარდე გზების არასპეციფიური ანთებითი პროცესებისთვის და ასევე პროსტატის ფუნქციისა და უროდინამიკის დარღვევების პროფილაქტიკისთვის, რომლებიც განპირობებულია ასაკობრივი ცვლილებებით.

უკუჩვენება: ინდივიდუალური გადამეტებული მგრძნობელობა კომპონენტთა მიმართ, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ჰიპერაციდული მდგომარეობები, ალკოჰოლის მიმართ გადამეტებული მგრძნობელობა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ღვიძლის ციროზი, ნეიროლეპტიკებისა და ტრანკვილიზატორების მიღება. არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მომზადების წესი: ნაკრების 2 სუფრის კოვზი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 500 მლ (2,5 ჭიქა) ცხელი წყალი. დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 60 წუთის განმავლობაში.

მოხმარების წესი: 150 მლ თბილი ნაყენი, დღეში 3-ჯერ მიიღეთ, კვებამდე 20-30 წუთით ადრე. მიღების ხანგრძლივობა 2-4 კვირა. საჭიროებისამებრ, მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს 2 კვირის ინტერვალით.

შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში (2-8°С ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 50 გრ±5%