აბზინდა ბალახი

გამოყენების წესი: აუმჯობესებს სეკრეტორულ აქტივობას მომნელებელ სისტემაში, უმატებს ჭამის მადას.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპერაციდული გასტრიტების, წყლულოვანი და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რეფლუქს-ეზოფაგიტი , მწვავე ქოლეცისტიტი , ლაქტაციის პერიოდი.

მომზადების წესი: 4გრ.(2 ჩაის კოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ. (1 ჩაისჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოდ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ.) მიღებამდე.

მიღების წესი: მივიღოთ თბილი ნაყენი 1 სუფრის კოვზი 3-4 ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 50 გრ±5%