სელის თესლი

გამოყენების წესი: გამოიყენება შინაგანად მისაღებად – კუჭ-ნაწლავის ანთებითი და წყლულოვანი პროცესების დროს (ენტერიტი, კოლიტი, ეზოფაგიტი კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, დაა.შ.).

გარეგანი ხმარებისთვის: კანის ანთებითი პროცესები ( დაჟეჟილობა, აბსცესები ).

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების მიმართ. მწვავე და ქრონიკული ჰოლეცესტიტი გამწვავების სტადიაში, ნაწლავების გაუვალობა.

მომზადების წესი: 3 გ (1/2 ჩაის კოვზი) თესლს დავასხათ 100 მლ (1/2 ჭიქა) მდუღარე წყალი და ურიოთ 15 წუთი, გავწუროთ.

მიღების წესი: კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესების დროს მივიღოთ 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. მოხმარებისთვის ვარგისია მხოლოდ ახლად მომზადებული ნაყენი.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

შენახვის ვადა: 3 წელი

masa netto: 50 გრ±5%