იმუნოფიტოლი
შემადგენლობა: მეწამულისფერი ექინაცეას ფესვი (echinaceae purpureae radices) 0,5 წილი, ლევზეას ფესვი (rhaponticum carthamoides radices) 0,5 წილი, ასკილის ნაყოფი (rosae fructus) 1 წილი, ბაბუაწვერას ფესვი (taraxaci radices) 1 წილი, კოლმუხოს ფესვი 1 წილი, ძირტკბილას ფესვი (glycyrrhizae radices) 0,5 წილი, კოთხუჯის ფესვი (calami rhizomata) 0,5 წილი, ვარდკაჭაჭას ფესვი (cychorii intybi radices) 1 წილი, კვიპროსის (ივან-ჩაის) ფოთოლი (chamerion angustifolium folium) 0,5 წილი, (სასაპარელის) ეკალღიჭის ფესვი (smilax officinalis radices) 0,5 წილი.
ჩვენება: პრეპარატი ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას, ზრდის შრომისუნარიანობას, გააჩნია ადაპტოგენური თვისებები და აძლიერებს ორგანიზმის რეზისტენტულობას ფიზიკური და ფსიქიკური ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. აუმჯობესებს მადასა და საჭმლის მონელებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. გააჩნია სპაზმოლიტიკური მოქმედება.
გამოიყენება სურდოს პროფილაქტიკისათვის, ასთენიური მდგომარეობის, ფიზიკური და გონივრული შრომის შედეგად გადაღლის, ალკოჰოლიზმის, მადის დაქვეითების დროს, შრომის ექსტრემალურ პირობებში შრომისუნარიანობის ასამაღლებლად.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ნაკრების კომპონენტების მიმართ. არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მომზადების წესი: ნაკრების 2 სუფრის კოვზი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 500 მლ (2,5 ჭიქა) ცხელი წყალი. დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 60 წუთის განმავლობაში.
მოხმარების წესი: 150 მლ თბილი ნაყენი, დღეში 3-ჯერ მიიღეთ, კვებამდე 20-30 წუთით ადრე (ბოლო მიღება არაუგვიანეს 17.00 საათისა). მკურნალობის კურსი 15-20 დღე. კურსის ზუსტი ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მიღებამდე ნაყენი შეანჯღრიეთ. საჭიროებისამებრ, მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს ექიმის დანიშნულებით.
შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში (2-8°С ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%