მატიტელას ბალახი
გამოყენების წესი: მატატილას ბალახი უკვე დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მისი სისხლის აღმდგენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გამოიყენება ბუასილის მკურნალობის დროს. მატიტელას პრეპარატის საშუალებით ბუასილის მკურნალობის ეფექტურობა განპირობებულია ასევე მცენარის საფაღარათო თვისებებით და მისი უნარით გააძლიეროს ნაწლავთა პერისტალტიკა.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური მიუღებლობა, ორსულობის პერიოდი.
მომზადების წესი: 20გრ (2სუფრის კოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ (1 ჩაისჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 45 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.
მიღების წესი: მივიღოთ თბილი ნაყენი1 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამის წინ.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. შევინახოთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%