ფიგუროფიტოლი

შემადგენლობა: ბაბუაწვერას ფესვი (taraxaci radices) 1 წილი, ჭინჭრის ფოთოლი (utricae folia) 0,5 წილი, ხეჭრელის ქერქი (frangulae cortex) 0,5 წილი, სიმინდის ულვაში (zeae maydis styli cum stigmatis) 1 წილი, სინამაქის ფოთოლი (sennae folia) 0,5 წილი, მატიტელას ბალახი (polygoni avicularis herba) 1 წილი, შვიტას ბალახი (equiseti arvensis herba) 1 წილი, კოლმუხოს ფესვი (equiseti arvensis herba) 1 წილი, სააფთიაქო ბირკავას ბალახი (agrimoniae eupatoriae herba) 1 წილი, მწვანე ჩაი (camellia sinensis) 1 ნაწილი, კოჭას ფესვი (zingiber officinale radices) 1 წილი.

 

ჩვენება: რეკომენდებულია კვების რაციონში დიეტური დანამატის სახით გამოყენება – წარმოადგენს ფლავონოიდებისა და ანტრახინების წყაროს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხეულის მასას აკონტროლებენ. გამოიყენება საჭმლის მონელების ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისთვის, ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, გამოიყენება როგორც სუსტი საფაღარათო საშუალება.

ნაკრები ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის კლებას, ღვიძლის გაწმენდას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაჯანსაღებას; ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოთავისუფლებას; წარმოადგენს ნატურალურ ნაღვლმდენ და შარდმდენ და ასევე ანთების საწინააღმდეგო საშუალებას; გააჩნია იმუნოსტიმულატორის მოქმედება; ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობას, ცხიმოვანი უჯრედების დაშლას, ორგანიზმის გაწმენდას; აღადგენს ორგანიზმის საკვებ ნივთიერებათა ბალანსს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს სხეულის მასას.

უკუჩვენება: ინდივიდუალური გადამეტებული მგრძნობელობა კომპონენტთა მიმართ. არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მომზადების წესი: 2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 15 წუთით დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში. ფილტრ-პაკეტები გადაწურეთ.

მოხმარების წესი: 150 მლ თბილი ნაყენი, დღეში 2-ჯერ მიიღეთ, კვებამდე 30-45 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 30-45 დღე. კურსის ზუსტი ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მიღებამდე ნაყენი შეანჯღრიეთ. საჭიროებისამებრ, მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში (2-8°С ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 50 გრ±5%