თავშავა ბალახი

გამოყენების წესი: გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, მადის დაქვეითების, მონელების გაუარესების, განსაკუთრებით სეკრეტორული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული უკმარისობის, ქოლეცისტიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის, მომატებული ნერვული აგზნებადობის, ენტეროკოლიტის დროს, რომელსაც თან ახლავს შეკრულობა და მეტეორიზმი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.

მომზადების წესი: 10გრ. ნედლეულს ვათავსებთ ემალირებელ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ.(1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ.) მიღებამდე.

მიღების წესი: მივიღოთ თბილი ნაყენი 0,5 ჩაის ჭიქა ორჯერ დღეში ჭამის წინ 15 წუთით ადრე. მიღების წინ, რეკომენდირებულია ნაყენი შევანჯღრიოთ.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 50 გრ±5%