ციტროფიტოლი

შემადგენლობა: ასკილის ნაყოფი (rosae fructus) 1 ნაწილი, კრაზანას ბალახი (hyperici herba) 0,5 ნაწილი, ორკბილას ბალახი (bidens tripartita herba) 1 ნაწილი, წითელი მოცვის ფოთოლი (vaccinium vitis-idaea folia) 1 ნაწილი, ორტოსიფონის ბალახი (orthosiphonis staminei folia) 1 ნაწილი, ოხრახუშის ფესვი (petroselinum sativum rhizome) 1 ნაწილი, გვირილის ბალახი (chamomillae recutita herba) 1 ნაწილი.

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკულ დაავადებათა კომპლექსური თერაპიისთვის უროლოგიაში (ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი), გინეკოლოგიაში (ვაგინიტი, არასპეციფიური ეთიოლოგიის ვულვიტი) და პროქტოლოგიაში (პროქტიტი, ჰემოროიდალური კვანძების ანთება, ანალური ნაპრალები, კოლიტი).

უკუჩვენება: 2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ მინის ან მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 15 წუთით დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში. პერიოდულად პაკეტები კოვზით ჩაჭყლიტეთ.

მოხმარების წესი: ნაყენი მიღებამდე შეანჯღრიეთ. დღეში მიიღეთ 1/4–1/3 ჭიქა თბილი ნაყენი; ლოკალურად, მიკროკლიზმისთვის იყენებენ 25–50 მლ თბილ, გაუზავებელ ნაყენს; გამორეცხვებისთვის, სპრინცირებისათვის, აბაზანებისთვის, ცხელსაფენებისათვის ნაყენი ზავდება 2–4 ჯერ.

უროლოგიაში ნაყენი გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის მითითებული სქემის მიხედვით, 1–3 კვირის განმავლობაში. ქრონიკული დაავადებისას, მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე თვე, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ნაყენი ერთდროულად გამოიყენება ლოკალურად (მიკროკლიზმები)1–2 კვირის განმავლობაში, 1–2 ჯერ დღეში.

ნაყენი გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის მითითებული სქემის მიხედვით, 2–4 კვირის განმავლობაში და ერთდროულად ლოკალურად (აბაზანები, გამორეცხვები, სპრინცირება, ცხელსაფენები, მიკროკლიზმები), 1–2 ჯერ დღეში.

პროქტოლოგიაში ნაყენის მოხმარება გრძელდება 1–3 კვირის განმავლობაში, ერთდროულად 1/4–1/3 ჭიქა ნაყენი და ცხელსაფენები 1–3 ჯერ დღეში და 50 მლ მიკროკლიზმები ღამით. კოლიტების დროს ნაყენი მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის გამოიყენება.

შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში (2-8°С ტემპერატურაზე) არაუმეტეს

2 დღის განმავლობაში.

შენახვის ვადა: 3 წელი

masa netto: 50 გრ±5%