ორკბილას ბალახი
გამოყენების წესი: გამოიყენება კანის ალერგიული დაავადების დროს ( დიათეზი, ნეიროდემა), ფსორიაზის დროს, სებორეის სამკურნალოდ და სხვა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეულ საშუალების მიმართ.
მომზადების წესი: 3 სუფრის კოვზ ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში , ასხამენ 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ადუღებულ წყალს. ახურავენ თავსახურს და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგამენ, აციებენ და ფილტრავენ. დარჩენილ მასას წურავენ. მიღებულ ნაყენს უმატებენ ანადუღარ წყალს საწყისი მოცულობის (400 მლ) მიღებამდე.
მიღების წესი: იღებენ 100–100 გ 3–ჯერ დღეში ჭამის დროს, აბაზანისთვის ნაყენი განაზავეთ.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე.ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%