ბრონქოფიტოლი
შემადგენლობა: ევკალიპტის ფოთოლი (eucalipti viminalis folia) 1 წილი, алтея корни (althaeae radices) 1 წილი, ანწლის ყვავილი (sambuci nigrae flores) 1 წილი, გულყვითელას ყვავილი (calendulae flores) 1 წილი, ძირტკბილას ფესვი (glycyrrhizae radices) 1 წილი, ცაცხვის ყვავილი (tiliae flores) 1 წილი, მრავალძარღვას ფოთოლი (plantago major folium) 1 წილი, სამფერა იის ბალახი (viola tricolor herba) 1 წილი, ანისის თესლი (anisi vulgaris fructus) 1 წილი, სალბის ფოთოლი (salvia officinalis folium) 1 წილი, ბეგქონდარას ბალახი (serpylli herba) 1 ნაწილი.
ჩვენება: ფიტონაკრებს გააჩნია ზომიერი ხველის საწინააღმდეგო მოქმედება, ახდენს სპაზმოლიტიკური, ბაქტერიციდული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
გამოიყენება ბრონქოფილტვის სისტემის (მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობის) დაავადებებისას, რომელთაც თან სდევს მკვრივი ნახველი მცირეპროდუქტიული ხველით და ასევე ბრონქოექტატიკური დაავადებისას, ბრონქოსპაზმებისა და მათ შორის, ბრონქიალური ასთმის დროს, ნახველის გაძნელებული გამოყოფის შემთხვევაში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ნაკრების კომპონენტების მიმართ. არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მომზადების წესი: 2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჭიქა) მდუღარე წყალი და 15 წუთით დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში. ფილტრ-პაკეტები გადაწურეთ.
მოხმარების წესი: 150 მლ თბილი ნაყენი, დღეში 3-ჯერ მიიღეთ, კვებამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 20-30 დღეს შეადგენს. მიღებამდე ნაყენი შეანჯღრიეთ.
შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში (2-8°С ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში.
შენახვის ვადა: 3 წელი
masa netto: 50 გრ±5%