პოლ–პოლა

გამოყენების წესი: გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლების და შარდის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ. ხელს უწყობს საშარდე გზებისა და თირკმლების ანთებითი პროცესების შეჩერებას, თირკმლის კენჭების დაშლას. ასევე გამოიყენება მარილოვანი ცვლის დარღვევების დროს (პოდაგრა, სპონდილოზი). გააჩნია კარგი დიურეტული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი პიელონეფრიტის დროს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.

მომზადების წესი: 10 გ ნედლეულს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და დავაყენოთ თერმოსში 1 საათის განმავლობაში.

მიღების წესი: მივიღოთ ოთახის ტემპერატურის ნაყენი 2–3 ჯერ დღეში ½ ჩაის ჭიქა.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 40 გრ±5%