შვიტას ბალახი
გამოყენების წესი: გულის და სხვა დაავადებებისას, რომელთაც თან ახლავს შეშუპება, საშარდე გზების ინფექციები (პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი), ფილტვების, ცხვირის, საშვილოსნოს და ჰემოროიდული სისხლდენა, მწვავე და ქრონიკული ტყვიით მოწამვლის დროს (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
უკუჩვენებები: ნეფრიტი, ნეფროზი, ჰიპერმგრძნობელობა ბიოლოგიურად აქტიური შემადგენლობის მიმართ.
მომზადების წესი: 10გრ. (2 სუფრის კოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებელ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ.(1 ჩაისჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოდ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ.)მიღებამდე.
მივიღოთ თბილი ნაყენი ¼ ჩაის ჭიქა 3-4 ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ 1 საათის გასვლისას.
მიღების წესი: მივიღოთ თბილი ნაყენი ¼ ჩაის ჭიქა 3-4 ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ 1 საათის გასვლისას.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%