წითელი მოცვის ფოთოლი
გამოყენების წესი: გამოიყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში: პიელონეფრიტის, პროსტატიტის, გონორეის, შეშუპების სინდრომის, ორსულთა ნეფროპათიის; მარილების დაგროვების, ართრიტის, სპონდილოზის; ნაღველ კენჭოვანი დაავადების და ხოლელიტიაზის, პნევმონიის, ბრონქოექტაზიური დაავადების, ბრონქიტის; პაროდონტოზის დაავადების, სტომატიტის, ტონზილიტის, გინგივიტის, პირის ღრუს წყლულოვანი დაზიანებების, გასტრიტის, ჰეპატიტის მკურნალობის დროს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.
გვერდითიეფექტი: ალერგიული რეაქციები.
მომზადების წესი: 1 სუფრის კოვზ ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში , ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებულ წყალს. ახურავენ თავსახურს და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგამენ, აციებენ და ფილტრავენ. დარჩენილ მასას წურავენ. მიღებულ ნაყენს უმატებენ ანადუღარ წყალს საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.
მიღების წესი: მივიღოთ, ინჰალაციისას ან გამოსავლებად ხსნარის სახით (1:10). შეშუპების დროს – 15-30 მლ 3-4-ჯერ დღეში.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%