კომპანია «ფარკონის» მფლობელობაშია 2 საწარმოო ობიეკტი, რომელებიც მდებარეობს ქ.ქუთაისის (იმერეთი) მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. საწარმოების საერთო ფართობი 4000 კვ. მეტრს შეადგენს.

საწარმო № 1

საწარმო № 1 ორიენტირებულია დაფნის ფოთლის გადამუშავებაზე, რომელიც სერტიფიცირებულია ბიო სტანდარტების შესაბამისად.
დაფნის ფოთოლი საკუთარ პლანტაციაში იზრდება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს.

საწარმო № 2

საწარმო № 2 აწარმოებს სამკურნალო მცენარეების, ტყის ხმელი კენკრისა და სანელებლების გადამუშავება.

ტექნოლოგიური პროცესის
ეტაპები

კომპანია «ფარკონის» სამკურნალო ბალახეულის, ტყის ხმელი კენკრისა და სანელებლების გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

ნედლეულის შეგროვება და საწყობში მიწოდება

ნედლეულის მოწოდება საქართველოს მთელი ტერიტორიიდან ხდება. ნედლეულის შეგროვება წარმოებს ხელით და კონტროლდება, რეგულირდება კომპანიის ხარისხის კონტროლის განყოფილების მიერ.

ნედლეულის წინასწარი დახარისხება

ნედლეულის წინასწარი დახარისხება ორი მეთოდით წარმოებს: ხელით და სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით. მოცემულ ეტაპზე ხდება ნედლეულის ამოღება, რომელიც შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტების მოთხოვნებსა და მახასიათებლებს.

ნედლეულის შრობა

შრობის პროცესში წარმოებს ტენის მოცილება, ნედლეულის ფენაში თბილი ჰაერის გატარების შედეგად.

ნედლეულის დაფხვნა და გასუფთავება

მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს ნედლეულის დაფხვნა სხვადსხვა ნაწილაკებად, დამკვეთის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთანავე, ცალკეულ ხაზზე იფქვება სანელებლები. გასუფთავების ტექნოლოგიური ოპერაციის პროცესში წარმოებს ნედლეულიდან მსუბუქი, მსხვილი, წვრილი, გრძელი, მოკლე და ძნელად გამოსაცალკევებელი მინარევების მოცილება.

ნედლეულის კუპაჟირება

სპეციალურ დანადგარში ხორციელდება ნედლეულის კომპონენტების შერევა, პროპორციების ტექნოლოგიურ მოთხოვნათა შესაბამისად, პროდუქციის ერთგვაროვნების მიღების მიზნით.

მზა პროდუქციის დაფასოება

მზა პროდუქტი იგზავნება დასაფასოებლად და შესაფუთად. ნედლეულის დაფასოება წარმოებს დამკვეთის მოთხოვნათა შესაბამისად.

საწარმოში არსებობს 4 სხვადასხვა სახის და დანიშნულების საწყობი:

საწყობი ნედლეულის შესანახად, გადამუშავებამდე.

საწყობი ნედლეულის შესანახად, გადამუშავების შემდგომ.

საწყობი არომატულ ნივთიერებათა მაღალი შემცველობის მქონე პროდუქციის შესანახად.

სპეციალური საწყობი ბიოპროდუქციის შესანახად.

ხარისხის კონტროლი

ლაბორატორიისა და ხარისხის კონტროლის განყოფილების მიერ წარმოების ყველა ეტაპზე ხორციელდება ხარისხის კონტროლი.

ლაბორატორია შემდეგი სახის ანალიზს აწარმოებს:

– ორგანოლეპტიკური ანალიზი (შესახედაობა, ფერი, სუნი, გემო).

– ფიზიკურ-ქიმიური ანალიზი: ტენი, ნაცარი, უცხო მინარევები და სხვა.