ნეფროფიტოლი
შემადგენლობა: ანწლის ყვავილი (sambuci flores) 1 წილი, ორტოსიფონი მტვრიანიანი (orthosiphonis staminei folia) 1 წილი, სიმინდის ულვაში (zeae maydis styli cum stigmatis) 1 წილი, ოროვანდის ფესურა (arctium lappa rhizoma) 1 წილი, ევკალიპტის ფოთოლი (eucalipti folia) 1 წილი, წიწმატურას ბალახი (capsella bursa-pastoris herba) 1 წილი, გვირილას ყვავილი (chamomillae recutita flores) 1 წილი, მატიტელას ბალახი (polygoni avicularis herba) 1 წილი, დათვის კენკრას ფოთოლი (uva ursi folia) 1 წილი, შვიტას ბალახი (equiseti arvensis herba) 1 წილი, ორკბილას ბალახი (bidens tripartita herba) 1 წილი, პოლ-პოლას ბალახი (aervae lanatae herba) 1 წილი.
ჩვენება: ნაკრები შეიცავს მენარეულ კომპონენტებს, რომელთაც გააჩნია შარდმდენი და გარკვეული სალურეტული მოქმედება. პრეპარატის კომპონენტები ზრდის თირკმლის აზოტგამომყოფ ფუნქციას, დადებითად მოქმედებს თირკმლის დეპურაციის ფუნქციაზე და ღვიძლის მიერ შარდოვანას გამომუშავების ფუნქციაზე.
ხელს უწყობს ანთების ჩაქრობას შარდმდენი სისტემის დაავადების მქონე პაციენტებში, ამსუბუქებს შარდვას და ამცირებს ტკივილს შარდგამომყოფი გზების გლუვი კუნთის ფენის სპაზმის მოხსნის ხარჯზე. გააჩნია გარკვეული ანტიბაქტერიული მოქმედება.
ნეფროფიტოლი გამოიყენება საშარდე გზებისა და თირკმლის ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რა დროსაც აღინიშნება შეშუპება, აზოტგამომყოფი და შარდგამომყოფი ფუნქციის დაქვეითება, კონკრემენტების წარმოქმნა.
დაავადების სიმძიმისა და ხასიათის მიხედვით, ნეფროფიტოლის გამოყენება შესაძლებელია კომპლექსური თერაპიის ან მონოთერაპიის დროს.
უკუჩვენება: ინდივიდუალური გადამეტებული მგრძნობელობა კომპონენტთა მიმართ. არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში. შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
მომზადების წესი: 2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 15 წუთით დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში. ფილტრ-პაკეტები გადაწურეთ.
მოხმარების წესი: 150 მლ თბილი ნაყენი, დღეში 3-ჯერ მიიღეთ, კვებამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვე. კურსის ზუსტი ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მიღებამდე ნაყენი შეანჯღრიეთ. საჭიროებისამებრ, მკურნალობის კურსი შეიძლება 3-4 კვირის ინტერვალით განმეორდეს, ექიმის დანიშნულებით.
შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში (2-8°С ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%