ვირისტერფას ფოთოლი
გამოყენების წესი: გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი და შემარბილებელი საშუალება ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.
მომზადების წესი: 1–2 სუფრის კოვზ ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებულ წყალს. ახურავენ თავსახურს და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგამენ, აციებენ და ფილტრავენ. დარჩენილ მასას წურავენ. მიღებულ ნაყენს უმატებენ ანადუღარ წყალს საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.
მიღების წესი: იღებენ 1 სუფრის კოვზს 4–6 ჯერ დღეში ჭამის წინ.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე.ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 40 გრ±5%