ხეჭრელის ქერქი
გამოყენების წესი: გამოიყენება ნაწლავის ატონიის , მუდმივი შეკრულობის დროს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეულ საშუალების მიმართ. ენტერიტი, კოლიტი, მეტრორაგია, და ორსულობა.
მომზადების წესი: 20გრ. ნედლეულს ვათავსებთ ემალირებელ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ.(1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ 10 წთ–ის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ.)მიღებამდე.
მიღების წესი: უფროსებმა მივიღოთ თბილი ნაყენი ½ ჩაის ჭიქა ძილის წინ. მიღების წინ, რეკომენდირებულია ნაყენი შევანჯღრიოთ.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%