ჭინჭრის ფოთოლი
გამოყენების წესი: ანემიების დროს (ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის ასაწევად სისხლში). ქოლეცისტიტების და ქოლანგიტების სამკურნალოდ, თმის ცვენის და ქერტლის საწინააღმდეგოდ.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეულ საშუალების მიმართ.
მომზადების წესი: ნედლეულის 1 სუფრის კოვზს დავასხათ 2 ჭიქა ცხელი წყალი, ვადუღოთ 3-5 წუთი, მივიღოთ100-100 გრ სამჯერ დღეში. თმის ცვენის დროს განვაზავოთ ანადუღარი წყლით 0,5 ლიტრამდე და გადავივლოთ.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 40 გრ±5%