წნელისებური ევკალიპტის ფოთოლი
გამოყენების წესი: გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, პლევრიტების, პნევმონიების, ახალი ინფიცირებული ჭრილობების, დამწვრობების, ფლეგმონების, ტროფიკული წყლულების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების დროს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.
მომზადების წესი: 2 სუფრის კოვზ ნედლეულს დავასხათ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ვადუღოთ წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავაციოთ, გავფილტროთ და დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.
მიღების წესი: ნაყენი გამოიყენება ინგალაციისათვის და გარეგანი ხმარებისათვის.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე.ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 1 წელი
masa netto: 50 გრ±5%