ჰეპატოფიტოლი
შემადგენლობა: უკვდავას ყვავილი (helichrysum arenarium flores) 1 წილი, ვარდკაჭაჭას ფესვი (cychorii intybi radices) 1 წილი, ყვითელგულას ყვავილი (calendulae flores) 1 წილი, ჭინჭრის ფოთოლი (urticae folia) 1 წილი, ბაბუაწვერას ფესვი (taraxaci radices) 1 წილი, ბაყაყურას ნაყოფი (silybi mariani fructus) 1 წილი, სიმინდის ულვაში (zeae maydis stigmatis) 1 წილი, სააფთიაქო ბირკავას ბალახი (agrimoniae eupatoriae herba) 1 წილი, ასკილის ნაყოფი (rosae fructus) 1 წილი.
ჩვენება: ნაკრებს გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, აუმჯობესებს ღვიძლის ანტიტოქსიკურ ფუნქციას, აძლიერებს ნაღველის გამოყოფას, ადუნებს ნაღვლის ბუშტისა და სანაღველე გზების მუსკულატურას (ქოლეცისტოკინეტიკური მოქმედება), ზრდის ნაღველმჟავების კონცენტრაციასა და ამცირებს ქოლესტერინის კონცენტრაციას და ამგვარად ცვლის ქოლესტერინის კოეფიციენტს. გააჩნია ზომიერი ჰიპოგლიკემიური მოქმედება, ხელს უწყობს პანკრეატიული სეკრეციის ნორმალიზებას.
გამოიყენება ღვიძლისა და სანაღველე გზების დაავადებათა (ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ჰეპატოქოლესტიტის, ქოლანგიტის) პროფილაქტიკისა და მკურნალობის ოპტიმიზაციისათვის; დუოდენიტის, ენტეროკოლიტის დროს; კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევებისას; შაქრიანი დიაბეტის კომპლექსური თერაპიისას; ქრონიკული პანკრეატიტის დროს.
უკუჩვენება: ინდივიდუალური გადამეტებული მგრძნობელობა ბიოლოგიურად აქტიური დანამეტების კომპონენტთა მიმართ, ორსულობა, ძუძუთი კვება. 7 წლამდე ასაკი.
მომზადების წესი: 2 ფილტრ-პაკეტი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 15 წუთით დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში. ფილტრ-პაკეტები გადაწურეთ.
მოხმარების წესი: 150 მლ თბილი ნაყენი, დღეში 3-ჯერ მიიღეთ, კვებამდე 20-30 წუთით ადრე. მიღების ხანგრძლივობა 3-4 კვირა. საჭიროებისამებრ, მკურნალობის კურსი შეიძლება 3-4-ჯერ განმეორდეს, 2-3 კვირის ინტერვალით.
შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში (2-8°С ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%