გასტროფიტოლი

შემადგენლობა: კოთხუჯის ფესურა (calami rhizomata) 1 წილი, ტუხტის ფესვი (althaeae radices) 1 წილი, უკვდავას ყვავილი (helichrysum arenarium flores) 1 წილი, ანწლის ყვავილი (sambuci flores) 1 წილი, კრაზანას ბალახი (hyperici herba) 1 წილი, გულყვითელას ყვავილი (calendulae flores) 1 წილი, ჭინჭრის ფოთოლი (urticae folia) 1 წილი, პიტნის ფოთოლი (menthae folia) 1 წილი, კატაბალახას ფესვი და ფესურა (valerianae rhizome cum radicibus) 1 წილი, გვირილას ყვავილი (chamomillae recutita flores) 1 წილი, ასისთავას ბალახი (centaurii herba) 1 წილი, სალბის ფოთოლი (salvia officinalis folium) 1 წილი, ასკილის ნაყოფი (rosae fructus) 1 წილი, ძირტკბილას ფესვი (glycyrrhizae radices) 1 წილი, კვლიავის თესლი (сarum carvi carpus) 1 წილი.

ჩვენება: გააჩნია სპაზმოლიტიკური თვისებები, უზრუნველყოფს რეპარატიული პროცესების სტიმულირებას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს, ნაწლავების მოტორიკის ნორმალიზებას ახდენს. ასევე გააჩნია ნაღვლმდენი და კარმინატიული მოქმედება. გამოიყენება ტკივილის კუპირებისთვის, ლორწოვანი გარსების გაღიზიანებისაგან დასაცავად, ანთებითი პროცესების ჩასაქრობად, ინფექციასთან ბრძოლისათვის, კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად, სანაღვლე გზების დისკინეზიასთან ბრძოლისათვის, რეპარატიული პროცესების სტიმულირებისათვის, ნერვული სისტემის ფუნქციების ნორმალიზებისათვის, ჰიპოქსიასთან ბრძოლისა და ვიტამინურ-მინერალური ბალანსის აღდგენისათვის.

უკუჩვენება: ინდივიდუალური გადამეტებული მგრძნობელობა ბიოლოგიურად აქტიური დანამეტების კომპონენტთა მიმართ, ორსულობა, ძუძუთი კვება. 7 წლამდე ასაკი.

მომზადების წესი: ნაკრების 2 სუფრის კოვზი მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 500 მლ ცხელი წყალი და წამოადუღეთ. დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ დაწრიტეთ.

მოხმარების წესი: 150 მლ თბილი ნაყენი, დღეში 3-ჯერ მიიღეთ, კვებამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. საშუალოდ მკურნალობის კურსი 1-დან 2 თვემდე შეადგენს და საჭიროებისამებრ, შეიძლება განმეორდეს.

 შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში (2-8°С ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 50 გრ±5%