ფემინოფიტოლი

შემადგენლობა: ორტილია ბალახი (orthilia secunda herba) 1 ნაწილი, როდეოლა ოთხგანყოფილებიანი, ფესვი (rhodiola quadrifida rhizome cum radicibus) 1 ნაწილი, სალბი, ფოთოლი (salvia officinalis folium) 2 ნაწილად, გვირილა, ყვავილი (chamomillae recutita flores) 2 ნაწილად, ცაცხვი, ყვავილი (tiliae flores) 1 ნაწილი, ბადანი, ფესვი (bergenia rhizome cum radicibus) 1 ნაწილი.

ჩვენება: რეკომენდებულია ქალებისთვის, ბიოაქტიური დანამატის სახით საკვებში – ფლავონოიდების, მთრიმლავი ნივთიერებებისა და სალიდროზიდების დამატებითი წყაროსთვის.გამოიყენება პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისთის: მასთოპატიის, საშვილოსნოს მიომის, ეროზიის, კისტის, ენდომეტრიოზის; მტკივნეული და არარეგულარული მენსტრუაციული ციკლის; სხვადასხვა ეთიოლოგიის სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის; ფერმენტატური სისტემებისა და ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენითი პროცესების აქტივირების; ჰორმონების სინთეზის გაძლიერებისა და ქსოვილების გენერაციისთვის; ანთებითი პროცესების დაქვეითებისათვის.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ძუძუთი კვება. მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა. დაუშვებელია წამლებთან ერთად მიღება.

მომზადების წესი: 5-6 გრ ნაკრები (1 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჭიქა) ადუღებული წყალი. 15 წუთით დააყენეთ თავდახურულ მდგომარეობაში და გადაწურეთ. ნაყენი გააზავეთ 200 მლ ანადუღარი წყლით.

მოხმარების წესი: მიიღეთ 1/2 ჭიქა ცხელი ნაყენი დღეში 3-ჯერ, კვების დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში კურსის განმეორება შესაძლებელია 1-2 თვის შემდეგ.

შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში (8-15°С ტემპერატურაზე) არაუმეტეს

2 დღის განმავლობაში.

შენახვის ვადა: 2 წელი

masa netto: 50 გრ±5%