დიაბეტოფიტოლი
შემადგენლობა: მაყვალი, ფოთოლი (rubus fruticosus folium) 1 წილი, სიმინდის ულვაში (zeae maydis stigmatis) 1 წილი, ლობიოს ფუჩეჩი (phaseoli vulgaris valvae fructum) 1 წილი, მინდვრის შვიტა, ბალახი (equiseti arvensis herba) 0,5 წილი, თეთრი თუთა, ფოთოლი (morus folium) 1 ნაწილი., მოცვი, ნაყოფი და ყლორტები (vaccínium myrtíllus folium et carpus) 1 წილი, ბაბუაწვერა ფესვი (taraxaci radices) 1 წილი, გალეგა ლეკარსტვენნაია ტრავა (galegae officinalis herba) 1 წილი.
ჩვენება: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომპლექსური თერაპიის ფარგლებში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ძუძუთი კვება. მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
მომზადების წესი: 5 გრ ნაკრები (1 დესერტის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჭიქა) ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ 45 წუთი, ვიდრე ოთახის ტემპერატურას არ მიაღწევს და გადაწურეთ. ნაყენი გააზავეთ 200 მლ ანადუღარი წყლით.
მოხმარების წესი: მოზრდილებისთვის 1/3 – 1/2 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 2-3 ჯერ, კვებამდე 30 წუთით ადრე, 20-30 დღის განმავლობაში. ბავშვებისთვის, ასაკისდა მიხედვით 1 დესერტის კოვზიდან 1/4 ჭიქამდე, დღეში 2-3 ჯერ, კვებამდე 30 წუთით ადრე, 20-30 დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში (8-15°С ტემპერატურაზე) არაუმეტეს 2 დღის განმავლობაში.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%