ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ მიეგნოთ ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის რეცეპტებისთვის. მაგრამ, მსოფლიოში არის ქვეყანა, სადაც ეს საიდუმლოებები თაობიდან თაობას გადაეცემოთა. ეს ქვეყანა – საქართველოა, რომელიც განთქმულია დღეგრძელი ადამიანებით, საუკუნოვანი ტრადიციებითა და საოცარი ბუნებით.
სწორედ აქ ოდესღაც მდებარეობდა მედეას ლეგენდარული სამკურნალო ბაღი, განთქმული მცენარეთა მრავალფეროვნებით, რომლისგანაც ჯადოქარი სასწაულმოქმედ წამლებსა და მალამოებს ამზადებდა. აქედან აიღო სათავე მედიცინამ.
დღეს საქართველო წარმოადგენს არაჩვეულებრივად მდიდარი, სუფთა სამკურნალო ფლორისა და არომატული სანელებლების ქვეყანას.
კომპანია «ფარკონი» 1997 წლიდან დაკავებულია ველური სამკურნალო მცენარეების, ტყის ხმელი კენკრის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების შეგროვებით, გადამუშავებითა და რეალიზაციით, რომლის 100% იზრდება და გროვდება საქართველოს ტერიტორიაზე.
მდიდარი ბუნებრივი კომპლექსი, კონტრასტული რელიეფი, კავკასიის მაღალი მთის კლიმატი, მინერალური წყაროების სიუხვე, ნიადაგების ნაირფეროვნება და ასევე ბალახეულისა და სანელებლების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები უნიკალურს ხდის და უკონკურენტო მდგომარეობაში აყენებს კომპანია «ფარკონი-ს» პროდუქციას.
«ფარკონი»:
ფაქტები და ციფრები
წელი – დაარსების წელი.
წელიწადში 400 ტონა ნედლეული – კომპანიის საქონელბრუნვა
კვ. მეტრი – საწარმოს საერთო ფართობი
პროდუქციის 100% საქართველოში გროვდება.
კომპანიის მისია
ჯანმრთელობა
ხელი შევუწყოს
ჯანსაღ და აქტიურ
ცხოვრების წესს
საქართველო
ხელი შეუწყოს საქართველოში
წარმოებულ პროდუქციის პოპულარიზაციას
დღეგრძელობა
იზრუნოს მომხმარებლის
ჯანმრთელობაზე
ოპტიმიზმი
გააღვიძოს ოპტიმიზმი,
შეავსოს სამყარო გემოთი და არომატით
ხარისხი
იზრუნოს პროდუქციის
ხარისხზე