სედაფიტოლი
შემადგენლობა: თავშავას ბალახი (origanii herba) 1 ნაწილი, შავბალახას ბალახი (leonuri herba) 1 ნაწილი, ბეგქონდარას ბალახი (thymus serpiylli herba) 1 ნაწილი, ბარამბოს ბალაზი (melissa officinalis herba) 1 ნაწილი, კატაბალახას ფესვები და ფესურა (valerianae rhizome cum radicibus) 0,5 ნაწილი.
ჩვენება: მომატებული ნერვული აღგზნებადობა, ძილის დარღვევა (უძილობა), ნეიროცირკულარული დისტონია ჰიპერტონიის ტიპის მიხედვით, საყლაპავი ტრაქტის ფუნქციონალური სპაზმები – კომპლექსური თერაპიის ფარგლებში. პრეპარატი ახდენს სედატიურ (დამამშვიდებელი) მოქმედებას, სპაზმალიტიკური მოქმედება, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა ან ძუძუთი კვება.
მომზადების წესი: 5 გრ ნაკრები (1 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჭიქა) ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ 45 წუთი, ვიდრე ოთახის ტემპერატურას არ მიაღწევს და გადაწურეთ. ნაყენი გააზავეთ 200 მლ ანადუღარი წყლით.
მოხმარების წესი: მივიღოთ თბილ მდგომარეობაში 1/3 ჭიქა, დღეში 4-ჯერ, კვებამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 10-14 დღე. კურსის განმეორება შესაძლებელია 10-დღიანი შუალედით. მიღებამდე ნაყენი შეანჯღრიეთ.
შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ნაყენი შეინახეთ მაცივარში (2-8°С ტემპერატურაზე) არაუმეტეს
2 დღის განმავლობაში.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%