კრაზანას ბალახი
გამოყენების წესი: გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ანთების და წყლულოვანი დაავადების დროს, ნაღვლის და შარდის ბუშტის ანთების დროს, თირკმელების და ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს და სხვა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეული საშუალების მიმართ.
მომზადების წესი: 1 სუფრის კოვზ ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში , ასხამენ 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ადუღებულ წყალს. ახურავენ თავსახურს და აცხელებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგამენ, აციებენ და ფილტრავენ. დარჩენილ მასას წურავენ. მიღებულ ნაყენს უმატებენ ანადუღარ წყალს საწყისი მოცულობის (400 მლ) მიღებამდე.
მიღების წესი: მივიღოთ 100-100 გრ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%