თირკმლის ჩაის ფოთლები
გამოყენების წესი: გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება. თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპების მოვლენები, აზოტემია და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადება. აგრეთვე ცისტიტის, ურეტრიტების, პოდაგრის და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარეულ საშუალების მიმართ.
მომზადების წესი: 1 სუფრის კოვზ ნედლეულს დავასხათ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ვადუღოთ წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავაციოთ, გავფილტროთ და დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.
მიღების წესი: მივიღოთ 100-100 გრ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალა ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე.ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს
2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 50 გრ±5%