მრავალძარღვას ფოთოლი
გამოყენების წესი: გამოიყენება შინაგანი მოხმარებისთვის–როგორც ამოსახველებელი ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს (ბრონქიტი, ყივანახველა, ფილტვის ფიბროზი , ფილტვების ტუბერკულოზი ), კუჭის წვენის მჟავიანობის ასამაღლებლად (ანაციდური გასტრიტის და ქრონიკული კოლიტის) დროს.
გარეგანი მოხმარებისთვის: როგორც ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობა, გასტრიტი, კუჭის წყლული და მაღალი მჟავიანობა.
მომზადების წესი: 10გრ (2 სუფრისკოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებელ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ ) მიღებამდე.
მიღების წესი: მოზრდილებმა მივიღოთ თბილი ნაყენი 1/3 ჩაის ჭიქა სამჯერ დღეში ჭამის წინ10-15 წუთით ადრე.
ჭრილობის დროს ნაყენში დასველებულ საფენს აფენენ კანის დაზიანებულ ადგილებში.
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები: მასალაინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ნაყენი ინახება გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
შენახვის ვადა: 2 წელი
masa netto: 40 გრ±5%